Unibilling Medical™

შესავალი

UniBilling Medical™ წარმოადგენს სამედიცინო ორგანიზაციების ავტომატიზაციის ინოვაციურ სისტემას, რომელიც შედგება შემდეგი ერთმანეთთან ინტეგრირებული ქვე-სისტემებისგან:

ამ ქვე-სისტემების ინტეგრაცია იძლევა საშუალებას მკვეთრად გააუმჯობესოთ პაციენტის მომსახურების დრო და ხარისხი.

სისტემაში ავტომატიზირებულია სამედიცინო მომსახურების ყველა პროცესი რისი ავტომატოზაციაც შეიძლება. გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ საგრძნობლად გააუმჯობესოთ პაციენტის მომსახურების ხარისხი, კერძოდ:

ექიმების შეფასების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ექიმთან უკვე ნამყოფი პაციენტების ღია და ფარული სმს გამოკითხვებზე იძლევა ობიექტურ სურათს კლინიკის მენეჯმენტისთვის და  წარმოადგენს სასარგებლო სახელმძღვანელოს პაციენტისთვის.

პაციენტის პირადი ონლაინ კაბინეტი და ონლაინ გაყიდვების ფუქნციონალი იძლევა საშუალებას განტვირთოთ თქვენი ქოლ ცენტრი და მიმღები, ასევე გაზარდოთ თქვენი რეკლამის ეფექტურობა სოც. ქსელებში.

ანალიზების პასუხების და ფორმა 100-ის ონლაინ მიწოდების სისტემა გაძლევთ საშუალებას აარიდოთ პაციენტს ზედმეტი ვიზიტის გაკეთების აუცილებლობა.

ექიმთა მიღების საათების და პაციენტთა ნაკადის მართვის სისტემა იძლევა საშუალებას მინიმუმამდე შეამციროთ რიგები და გაზარდოთ პაციენტების მომსახურების ხარისხი და კომფორტი.

სისტემას გააჩნია ხარისხის მართვის მოდული და ინტეგრაცია ჯან-დაცვის სამინისტროს EHR და ელექტრონული რეცეპტების სისტემასთან.

სისტემის ელექტრონული ანკეტები 100% თავსებადია ჯან-დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფორმებთან (ფორმა 200, ფორმა 100)

სისტემის ეფექტურობის საილუსტრაციოდ შემდეგ თავში მოცემულია ლაბორატორიული სერვისის (ანალიზების) სახლში გამოძახების და პასუხის მიწოდების პროცედურების შედარებითი ანალიზი სტანდარტული და UniBilling Medical™-ით მართვის შემთხვევაში.

მაგალითი: ლაბორატორიული სერვისის მიწოდების სტანდარტული და UniBilling Medical™-ით მართული პროცედურების შედარებითი ანალიზი

როგორც ქვედა დიაგრამიდან ჩანს UniBilling Medical™-ით მართვისას პროცესის თანმიმდებრობა შედგება 5 ნაბიჯისგან ნაცვლად 9-ისა. გარდა ამისა, მონაცემთა გაცვლაში ადამიანის ფაქტორის გამორიცვით მინიმუმამდეა დასული მექანიკური შეცდომის ალბათობა.

სტანდარტული თანმიდევრობა

თანმიმდევრობა Unibilling Medical™-ით მართვისას

UniBilling Medical™ ქვე-სისტემების მოკლე აღწერა

UniBilling HIS (ამბულატორია)

UniBilling HIS წარმოადგენს ჰოსპიტალურ კომპიუტერულ სისტემას, რომელსაც აქვს შემდეგი შესაძლებლობები:

  • პაციენტების რეგისტრაცია და ელექტრონული ანკეტები (ბეჭდვის ფუნქციით)
  • სამედიცინო სერვისების ნომენკლატურის მართვა და ფასების კონტროლი (შიდა სტანდარტი, განფასება სადაზვევოების მიხედვით, სხვადასხვა ფასდაკლებები…)
  • ექიმების დანიშნულებების ელექტრონული მართვა და ინტეგრაცია რეგისტრატურასთან და სალაროსთან
  • რიგების მართვა კაბინეტების მიხედვით
  • ინტეგრაცია ლაბორატორიის ქვე-სისტემასთან (UniBilling LIS™)
  • ხარისხის მართვა და ინტეგრაცია ჯანდაცვის სამინისტროს EHR პლატფორმასთან
  • ინტეგრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული რეცეპტების სისტემასთან
  • პაციენტებისთვის ანალიზების პასუხების და ფორმა #100-ის სმს/ელ-ფოსტით დაგზავნის ავტომატიზირებული სისტემა
  • ფორმა 100-ის რეგისტრატურაში გენერირების ფუნქცია (ექიმის მოცდენის გარეშე)
  • პაციენტის პირადი ონლაინ-კაბინეტი (ანალიზის პასუხების არქივი, ექიმთან ჩაწერა, დანიშნულებები, ელექტრონული ანკეტა დ.ა.შ.)  
  • ექიმების რეიტინგები, მათთან ნამყოფი ვერიფიცირებული პაციენტების ღია და ფარული ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე (მაგ: https://analizi.ge/tatishvili-isani-clicnic/TopPersonnel)
  • ექიმების გამომუშავება და ხელფასების ავტომატურად დათვლის მოდული
  • საწყობი და ინტეგრაცია RS.GE-სთან
  • პესონალის სამუშაო საათების აღრიცხვა და რეპორტის გენერირება

UniBilling LIS (ლაბორატორია)

UniBilling LIS წარმოადგენს სამედიცინო ლაბორატორიის ავტომატიზაციის სიტემას, რომელსაც აქვს შემდეგი შესაძლებლობები:

  • პაციენტების და ანალიზის ნიმუშების მონაცემთა ბაზა და მართვის მოდული
  • ორმხრივი ელექტრონული ინტეგრაცია სამედიცინო აპარატურასთან
  • სხვადასხვა ტიპის ანალიზის პასუხების ბეჭდვის, PDF ფაილად შენახვის, მეილზე და სმს-ით გადაგზავნის ფუნქცია
  • ინტეგრაცია UniBilling HIS™ჰოსპიტალურ სისტემასთან
  • ინტეგრაცია პაციენტის პირად ონლაინ კაბინეტთან
  • მასალების კალკულაცია და საწყობის მართვა

პაციენტის პერსონალური ონლაინ კაბინეტი

პაციენტს მის პირად ონლაინ-კაბინეტზე წვდომა აქვს დაცული ვებ-საიტებიდან (EQIMTAN.GE, BILTEBI.GE) და მობილური აპლიკაციიდან (BILETEBI.GE iOS და Android აპლიკაციები). შესაძლებელია კლინიკის ვებ-საიტში ინტეგრაციაც.

პირად კაბინეტში შესვლა ხდება მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანის შემდეგ და აქვს შემდეგი ფუნქციები:

  • ანალიზის პასუხები
  • სამედიცინო სერვისების ონლაინ შეძენა (ვიზიტი კლინიკაში, სახლში გამოძახება, სრული და მოკლე დისტანციური – სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია)
  • ფორმა 100
  • შეკვეთების და ვიზიტების ისტორია
  • დანიშნულებები
  • ანკეტა

ჰოსპიტალის პერსონალის რეიტინგები

ექიმების შეფასების სისტემა დაფუძნებულია ექიმთან უკვე ნამყოფი პაციენტების ღია და ფარული სმს გამოკითხვებზე და იძლევა შემდეგ შესაძლებლობებს:

  • აძლიერებს პერსონალის მოტივაციას და თვითკონტროლს პაციენტთან ურთიერთობისას
  • ქმნის ობიექტურ სურათს კლინიკის მენეჯმენტისთვის პერსონალის ეფექტურობის შესახებ 
  • წარმოადგენს სასარგებლო სახელმძღვანელოს პაციენტისთვის

პაციენტთან Email/SMS კომუნიკაცია

სისტემა მუდმივად ურთიერთქმედებს პაციენტთან სმს/ელ-ფოსტის საშუალებით და აწვდის შემდეგ სასარგებლო ინფორმაციას:

  • პირადი კაბინეტის ბმულს (რეგისტრაციისას)
  • ექიმთან ჩაწერის ზუსტ დროს და კაბინეტს
  • ანალიზის პასუხის ფაილის ბმულს
  • ონლაინ შეკვეთის დასტურს
  • ავტომატურად ულოცავს დაბადების დღეს შესაბამისი ფასდაკლების შეათავზებით (ოპციური)

ქოლ ცენტრის ასისტენტი

ქოლ ცენტრის ასისტენტის ქვე-სისტემა უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრის სპეციალისტებს შემდეგი ტიპის ინფორმაციით:

  • კლინიკის სერვისები და მიმდინარე ფასები
  • ექიმების მიღების გრაფიკები და თავისუფალი (დაკავებული) დროის მონაკვეთები

და ფუნქციონალით:

  • პაციენტის ჩაწერა ექიმის (ლაბორანტის) თავისუფალი დროის მონაკვეთში და მოთხოვნილი სერვისების მითითება

ჩაწერის მომენტში სისტემა ექიმს და პაციენტს უგზავნის შესაბამის საინფორმაციო სმს-ს ვიზიტის დროის, პაციენტის სახელის (ექიმისთვის), მოთხოვნილი სერვისის და ექიმის (პაციენტისთვის) მითითებით.

ქოლ-ცენტრის ქვე-სისტემა ინტეგრირებულია კლინიკის მიმღებთან და ონლაინ გაყიდვების ქვე-სისტემებთან, რაც გამორიცხავს ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე ექიმთან 2 პაციენტის ერთდროულ ჩაწერას. ქოლ ცენტრის მიერ დანიშნული ვიზიტი მომენტალურად აისახება ყველა სხვა ქვე-სისტემებშიც.

მობილური სამედიცინო ბრიგადები

მობილური სამედიცინო ბრიგადები იღებენ ინფორმაციას შემოსული გამოძახების შესახებ სმს-ით და შეუძლიათ მართონ გამოძახების ცხრილი (მიღება, გასვლა, დასრულება) სმარტფონების საშუალებით.

განფასებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საკონტაქტო ინფორმაცია.

Leave a comment