UniBilling Construction™ წამოადგენს მშენებლობის ავტომატიზაციის სისტემას რომელსაც აქვს შემდეგი ფუნქციონალი:
- მიიღოს “პრარაბისგან” შეკვეთა ელექტრონული ფორმით სამშენებლო მასალაზე
- დაამუშავოს შეკვეთები ცენტრალურ ოფისში (შეადაროს ხარჯთაღრიცხვას, დაადასტუროს ან უარყოს)
- აღრიცხოს მასალები საწყობების და ობიექტების მიხედვით
- აღრიცხოს მასალების გადატანა ერთი საწყობიდან მეორეში და ობიექტზე
- ჩამოტვირთოს და ატვირთოს ზედნადებები RS.GE-დან
- აღრიცხოს “პრარაბის” დასტური ან უარყოფა მიწოდებულ მასალებზე
- ჩამოწეროს მასალები
სამუშაო პროცესი გამოიყურება შედეგნაირად:
- “პრარაბი” მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან კომპიუტერით ირჩევს ხარჯთაღრიცხვას (მაგალითად მანსარდის აშენება) ირჩევს მასალას, შეყავს რაოდენობა და აწვება შეკვეთას;
- ეს შეკვეთა მომენტალურად აისახება ცენტრალურ ოფისში, სადაც შესაბამისი თანამშრომელი ადარებს მას ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ რაოდენობას და ან ადასტურებს ან უარყოფს შეკვეთას;
- შეკვეთის უარყოფის შემთხვევაში უთითებს უარყოფის მიზეზს რაც მომენტალურად მისდის “პრარაბს” სმს-ის სახით;
- დასტურის შემთხვევაში შეკვეთა გადაეცემა შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც პროგრამაში ხედავს თუ რომელ საწყობში რა რაოდენობით არის მოთხოვნილი მასალა.
- თუ მასალა საკმარისია, შესყიდვების სპეციალისტი აგზავნის მას ობიექტზე (შიდა გადაზიდვა) და პროგრამით აგენერირებს ზედნადებს, რომელიც ავტომატურად იტვირთება RS.GE-ზე;
- თუ მასალა არ არის საკმარისი, ხდება მისი მიღება საწყობში ან უშუალოდ ობიექტზე RS.GE-დან ჩამოტვირთული ზედნადების საფუძველზე;
- ობიექტზე მასალის მისვლისთანავე, მას ამოწმებს “პრარაბი” და ელექტრონულად (ტელეფონი, პლანშეტი, PC) ადასტურებს ან უარყოფს მასალის შესაბამისობას მის შეკვეთასთან.
განფასებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საკონტაქტო ინფორმაცია.
